HR პროცესის ავტომატიზაცია: ადამიანური რესურსის განვითარების პროგრამა

ბოლო რამდენიმე წელი ბიზნესისთვის კრიტიკული ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდა. ადაპტაციის საჭიროებამ ტოტალურ ტრანსფორმაციას და დისტანციურ სამუშაოზე გადასვლას მისცა ბიძგი, ციფრული განვითარება და ინოვაცია ბიზნეს პასუხია ახალი რეალობის გამოწვევებზე.

კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინსაითი გახდა იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები კომპანიის მთავარი ღირებულებაა. ორგანიზაციები, რომლებმაც კრიზისის დროს, თავიანთი ძალისხმევა თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაზე მიმართეს, კვლავ მუშაობენ და იზრდებიან. ოფისის არქონა და სამუშაო ადგილის ჩვეულებრივი ატრიბუტები მათთვის საბედისწერო პრობლემად არ იქცა.

ადამიანური კაპიტალის როლი კიდევ უფრო იზრდება. მაღალი ხარისხის ურთიერთქმედების და წარმატებული კადრების მართვის პროცესები – როგორც ადგილობრივ, ისე დისტანციურად – ახალ და თანამედროვე გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

HR პროცესების ავტომატიზაცია მომავალში ყველა კომპანიის დღის წესრიგში დადგება. იმის აღიარება, რომ ეს გარდაუვალია, თქვენი მთავარი პრიორიტეტი გახდება. დაიმახსოვრეთ, როგორ მიხვედით ბუღალტრული აღრიცხვის ან წარმოების ავტომატიზაციის აუცილებლობამდე, რატომ გადაიტანეთ კლიენტებთან მთელი კომუნიკაცია CRM-ში ან თუნდაც დააყენეთ ტელეფონი.

რას გულისხმობს HR პროცესის ავტომატიზაციის კონცეფცია?

HR ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მეთოდი რეგულარული და შრომატევადი ამოცანების გასაიოლებლად, HR პროცესების გამარტივების მიზნით.

რუტინულ ამოცანებზე დაზოგილი დრო საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ HR სტრატეგიასა და გრძელვადიან დაგეგმვაზე. ამასთანავე, ხელით შესრულებული სამუშაოს გაუქმება გაძლევთ საშუალებას შეამციროთ შეცდომები და მიიღოთ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები.

თუმცა დღეს ეს უკვე საკმარისი არ არის.

თანამედროვე დიჯიტალიზაცია მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნას, რომელიც საფუძველს მისცემს კომპანიის შიგნით კადრების განვითარებას.

ნიჭის მენეჯმენტი არის თანამშრომლების დაქირავების, განვითარებისა და შენარჩუნების სტრატეგია, რომელიც დაფუძნებელია მიდგომაზე, რომლის თანახმადაც მოტივირებული თანამშრომლები ასრულებენ თავიანთ საქმეს მაქსიმალურად კარგად და ფოკუსირდებიან ბიზნესზე. ისინი ვითარდებიან კონკრეტული მიმართულებით და მომავალში ლიდერის პოზიციასაც თავისუფლად ითავსებენ.

შეარჩიეთ HR ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ქმნიან ისეთ ვირტუალურ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ითვალისწინებენ თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს, მოტივაციას და საჭიროებებს. ასევე დაგჭირდებათ ინსტრუმენტები, რომლებიც გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს, პროდუქტიულობას და თანამშრომლების კეთილდღეობას.

რა ხდება მაშინ, როცა HR ტექნოლოგიები იგნორიდებულია?

კომპანიის არსებობის გარკვეულ მომენტში, ხელით შესრულებული პროცესები შეანელებს თქვენი ბიზნესის ფუნქციონირებასა და განვითარებას. რატომ? ძირითადი მიზეზების ჩამონათვალს ქვემოთ იხილავთ:

 

დიდი დატვირთვა
პერმანენტული შრომატევადი პროცესები იწვევს ეფექტურობის შემცირებას. თუ თქვენი თანამშრომლები დროს ერთფეროვანი და არაპროდუქტიული ამოცანების შესრულებაზე ხარჯავენ, თავს იჩენს მოტივაციის დაკარგვა და გადაღლა.

ადამიანური შეცდომა
ადამიანები უშვებენ შეცდომებს. გარდა ამისა, გადატვირთული თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომების ალბათობა გაცილებით დიდია (იხ. პუნქტი 1). თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დანერგვით, „ადამიანური შეცდომებისგან“ თავის დაზღვევა და რისკების მნიშვნელოვანად შემცირება შეგვიძლია. ეს კი მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად რეალური მონაცემების სიზუსტეს უზრუნველყოფს.

თანამშრომლეთა გადინება ონბორდინგისას
წარმოიდგინეთ: რეკრუტერებმა ეფექტურად დაიქირავეს თანამშრომელი გარკვეული ბიუჯეტის ფარგლებში, ვაკანსია დაიხურა. მაგრამ HR მენეჯერები გადატვირთულები არიან (იხ. პუნქტი 1) და არ აქვთ დრო შექმნან ინდივიდუალური განვითარების გეგმა ახალი თანამშრომლისთვის. რა ხდება შემდეგ? თანამშრომლის არასათანადო ინფორმირება ან იგნორირება, საკუთარი მოვალეობების შესახებ ან სხვა საჭირო ინფორმაციის ნაკლებობამ, ასევე მენტორის არ არსებობამ შეიძლება შექმნას ორგანიზაციაში მუშაობის გაუმართლებელი მოლოდინი და შემდგომ გათავისუფლება. რას ვიღებთ შედეგად? ფუჭად დახარჯული რესურსებს, უკმაყოფილო მენეჯმენტს, დემოტივირებული HR გუნდს და, ყველაზე ცუდს – უარყოფით გამოხმაურებას კომპანიის შესახებ.

დაბალი ჩართულობა
თანამშრომლების დაბალი ჩართულობა კომპანიის პროცესებში მათი თანამშრომლობის მოტივაციის ნაკლებობის ტოლფასია. კომპანიის ყველა თანამშრომელი პოტენციურად პროდუქტიული თანამშრომელია. მაგრამ თუ თქვენი თანამშრომლები არ არიან დაინტერესებულნი თავიანთი საქმიანობის გაუმჯობესებით, მაშინ თქვენ არ გაქვთ ნიჭის ეფექტური მართვის ინსტრუმენტები.

რა HR ხელსაწყოები არსებობს?

ყველაზე მოთხოვნადი სტატუსით სარგებლობს ავტომატური HCM გადაწყვეტილებები და LMS პლატფორმები. ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტი აერთიანებს ნიჭის მენეჯმენტის ფუნქციებს: რეკრუტირება, ადაპტაცია, სამუშაოს შეფასება, მიზნების დასახვა, კომპეტენციის განვითარება და ა.შ., ხოლო სწავლის მართვის სისტემა გულისხმობს თანამშრომლების ტრენინგ ცენტრის შექმნას, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილობრივად.

სხვათა შორის, პერსონალის მართვის ყველა ციკლის წარმატებული ავტომატიზაციისთვის უნდა განხორციელდეს მონაცემების გაცვლა სისტემებს შორის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სისტემების ყიდვის ხარჯები და დამატებითი საათების დაფინანსება გარე კონტრაქტორების მიერ მათი ინტეგრაციისთვის, უმჯობესია აირჩიოთ გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს HCM და LMS ერთ სისტემაში.

კომპანიის მოვლენებსა და კულტურაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კორპორატიული პორტალი გახდება უაღრესად საჭირო ხელსაწყო.

რა უნდა ჰქონდეს კორპორატიულ პორტალს?

  • კორპორატიული სიახლეები და ღონისძიებების კალენდარი – თანამშრომლების ინფორმირების ინსტრუმენტი.
  • საკუთარი ცოდნის ბაზა – ეხმარება თანამშრომლებს განვითარებაში.
  • ფოტო და მედია გალერეა – საშუალებას აძლევს თანამშრომლებს გააზიარონ ნათელი კორპორატიული მოვლენები თავიანთ სოციალურ ქსელებში.
  • დოკუმენტების თანაავტორობა – შესანიშნავი ინსტრუმენტი გუნდის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • დავალებები სტატუსებითა და ვადებით – თვითკონტროლი ყოველთვის კარგი იდეაა.
  • მობილური წვდომა, ჩეთბოტი და, კიდევ უკეთესი, მობილური აპლიკაცია – ვირტუალური ოფისი.

მზად ხართ HR ავტომატიზაციისთვის: რა უნდა იცოდეთ

აირჩიეთ სისტემა, რომელიც ერგება თქვენს ამოცანებსა და საჭიროებებს
დღეს ბაზარზე ბევრი HR გადაწყვეტაილებაა, რომელიც მიმზიდველად და თანამედროვედ გამოიყურება, მაგრამ UI/UX დიზაინი ყველაფერი სულაც არ არის. განვიხილოთ გადაწყვეტილებები ფუნქციონალური და მოქნილობის თვალსაზრისით. ასეთი სისტემის უპირატესობა თქვენი საჭიროებისთვის პერსონალიზაციის ხელმისაწვდომობა იქნება.

გადაწყვეტილებები, რომლებიც ადვილად ინტეგრირდება ერთმანეთთან
საუკეთესო ვარიანტია უწყვეტი ინტეგრაცია. ამ გზით, თქვენ შეძლებთ რამდენიმე გადაწყვეტილების ერთ პლატფორმაზე დამოუკიდებლად დაკავშირებას, IT ტექნოლოგიების პროვაიდერის ჩართვის გარეშე.

დაიწყეთ ავტომატიზაცია მიზნებით და მიღწევებით
ეფექტი მაშინვე იგრძნობა. თქვენი სურვილი ავტომატიზაციისკენ გაძლიერდება და თანამშრომლები მოტივირებულნი არიან მიიღონ ცვლილებები და დაივიწყონ კარგად ნაცნობი.

ყურადღება მიაქციეთ გადაწყვეტილების ლოკალიზაციის ვარიანტებს
თუ თქვენ გეგმავთ ან უკვე მუშაობთ უცხოურ ბაზარე, მოგიწევთ უცხოელი თანამშრომლების დაქირავება. იმისათვის, რომ გაუადვილოთ ადაპტაცია და შეუქმნათ სამუშაო გარემო მათი საჭიროებებისთვის, აუცილებელია ლოკალიზებული გადაწყვეტილება.

გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების მიმწოდებლის გამოშვების სიხშირე და ხარისხი
თქვენ გეგმავთ ზრდას. იფიქრეთ მომავალზე გადაწყვეტილებების დღევანდელი საჭიროებების მიხედვით არჩევისას. სისტემა უნდა იყოს მოქნილი მასშტაბის მიმართ.

ძირითადი ბენეფიტები: შეჯამება

იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა ვიზუალური შეჯამებისთვის.

HR ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვით, კომპანიები ქმნიან მოტივირებულ გუნდს, რომელიც საჭირო დროსა და ყურადღებას უთმობს თითოეულ თანამშრომელს. თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება გადახვიდეთ თქვენი ბიზნესის განვითარების შემდეგ საფეხურზე, ჩვენ მზად ვართ გავხდეთ თქვენი საიმედო მეგზური ამ მიმართულებით. კონსულტაციისთვის მოგვწერეთ აქ: sales@smart-it.com

გსურთ განიხილოთ პროექტი და მიიღოთ დეტალური კონსულტაცია ხელსაწყოებზე 

დემოს მოთხოვნა
mail