დიდ საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიაში ადამიანური კაპიტალის მართვა მკაფიოდ განსაზღვრულ პროცესებს მოითხოვს, რომლებიც სისწრაფესა და ხარისხის სტაბილურობას აერთიანებს. „ნოვა პოშტა“ არა მხოლოდ უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან მიწოდებას, არამედ კონცენტრირებულია სერვისზე, როგორც კლიენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. კომპანიის პრიორიტეტებია გასაგები პროცესები, ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა და მხარდაჭერა ყველა დონეზე, რაც არა მხოლოდ გარე სერვისს, არამედ შიდა მართვის პრაქტიკას ეხება. დღეს NOVA ჯგუფში შედის „ნოვა პოშტა“ უკრაინაში, Nova Post Europe, Nova Global, ავიაკომპანია Supernova Airlines, ფინანსური კომპანია NovaPay და IT კომპანია Nova Digital. შესაბამისად, „ნოვა პოშტა“ მუშაობს უზარმაზარ გუნდთან, რომლის განვითარება სისტემურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, კომპანია რეგულარულ ინვესტირებას ახდენს ადამიანებში – მათ სწავლებაში, განვითარებაში, მხარდაჭერასა და უსაფრთხოებაში. ყოველწლიურად „ნოვა პოშტა“ ახორციელებს სოციალურ ინიციატივებს, მხარს უჭერს განათლებას, გარემოს, ჯანდაცვას, ეხმარება ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას სოციალური პროექტის „ჰუმანიტარული ფოსტის“ ფარგლებში, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან კომპანიის ცალკე ჰუმანიტარულ მიმართულებად გარდაიქმნა. ეს ადასტურებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და ადამიანებში ინვესტიცია „ნოვა პოშტა“-სთვის უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია.
SMART HCM & LMS გადაწყვეტილების დანერგვის პროექტი „ნოვა პოშტა“-ს მხრიდან იყო ლოგიკური ნაბიჯი ადამიანური კაპიტალის მართვის გაძლიერებისთვის. გამჭვირვალე შეფასება, ეფექტური კადრების რეზერვის ფორმირება და თანამშრომელთა განვითარება ერთიანი სისტემის ფარგლებში – ეს ყველაფერი დიდი მიზნის ნაწილია: განვითარება ადამიანებთან ერთად. თუ როგორ აძლიერებს ციფრული ინსტრუმენტები ადამიანური კაპიტალის მართვას – სწავლებიდან და შეფასებიდან დაწყებული, რეკრუტინგის ავტომატიზაციამდე – ამის შესახებ დეტალურად SMART business-ისა და „ნოვა პოშტა“-ს ახალ ქეისში გიამბობთ!
რა იყო წინაპირობები და კომპანიის ძირითადი მიზნები, რამაც განაპირობა ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი გადაწყვეტილების ძიება?

კომპანიაში, რომელიც 30,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, ადამიანური რესურსების მართვა უნდა იყოს არა მხოლოდ მასშტაბირებადი, არამედ მოსახერხებელი ყველასთვის – რეკრუტერიდან ხელმძღვანელამდე. სწორედ ეს გახდა ერთიანი ციფრული გადაწყვეტილების ძიების მოტივაცია, რომელიც გააერთიანებდა და ოპტიმიზაციას გაუწევდა ძირითად HR-დავალებებს. „ნოვა პოშტა“-ს ჰქონდა მკაფიო მოთხოვნა: ეპოვნა მზა გადაწყვეტილება, რომელიც სტანდარტული ფუნქციონალით დაფარავდა რამდენიმე მიმართულებას – სწავლებას, პერსონალის შერჩევას, თანამშრომელთა შეფასებას, კადრების რეზერვის ფორმირებასა და თანამშრომლების განვითარებას.
„ნოვა პოშტა“ ცდილობდა თავიდან აეცილებინა ზედმეტი პერსონალიზაციები და ეძებდა გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად ამუშავდებოდა. თუმცა, კომპანია ხვდებოდა, რომ ისევე, როგორც ახალი მანქანის შემთხვევაში, თუნდაც მაღალი დონის კონფიგურაციის სისტემას, ზოგიერთი პარამეტრის (როგორიცაა საჭე, სარკეები ან სავარძელი) მორგება დასჭირდებოდა „მძღოლის“ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ამიტომ, მომავალი პროგრამული პროდუქტის მოქნილობა კომპანიის სპეციფიკისადმი ადაპტაციის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო გადაწყვეტილების ძიებისას.
გარდა ამისა, HR-პროცესები კომპანიაში სხვადასხვა სისტემას შორის ნაწიოლდებოდა: ზოგიერთი განაცხადი იქმნებოდა ცხრილებში, თანამშრომელთა შეფასება კი სხვა ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდებოდა, გამოკითხვები – სხვა შიდა გადაწყვეტილებებით. ამიტომ, ერთ-ერთი მიზანი იყო პროგრამული პროდუქტის პოვნა, რომელსაც ექნებოდა ყველა საჭირო მოდული ერთიან სამუშაო გარემოში, სხვა სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობით მონაცემთა მოსახერხებელი კონსოლიდაციისთვის.
ცვლილებების კიდევ ერთი მთავარი მოტივტორი გახდა არა მხოლოდ ავტომატიზაციის, არამედ პერსონალის ზრდის პროცესების მართვის სრულფასოვანი ეკოსისტემის შექმნის საჭიროება. კომპანიაში ყოველ ექვს თვეში ტარდება ფართომასშტაბიანი გამოკითხვა თანამშრომლებს შორის: ვის სურს განვითარება, ვინ ხედავს თავს ახალ როლში, ვინ არის მზად კარიერული ნაბიჯისთვის და ა.შ. ამ ტესტირების შედეგების საფუძველზე იქმნება კომპანიის კადრების რეზერვი. მაგრამ თუ თანამშრომელი მაშინვე ვერ მოხვდა რეზერვში, მას ეძლევა დრო, რათა გაიგოს, სად უნდა გაზარდოს ძალისხმევა ან გაიაროს გარკვეული ტრენინგი, რათა გაზარდოს თავისი შანსები. ეს პროცესი თითოეულ სპეციალისტს ეხება, შესაბამისად კომპანია ეძებდა სისტემას, რომელიც გათვლილი იქნებოდა 30,000-ზე მეტ მომხმარებელზე. ამის გამო, საჭირო იყო ძლიერი და სანდო გადაწყვეტილება კორპორაციული მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
ცვლილებების სასარგებლოდ არგუმენტი იყო ასევე სწავლის პლატფორმის განახლების სურვილი. კომპანიას უკვე ჰქონდა LMS-სისტემა, მაგრამ დროთა განმავლობაში, „ნოვა პოშტა“-ს სწრაფი მასშტაბირების პროცესში, სისტემა აღა შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნებს: არ ჰქონდა მობილური ვერსია, ჰქონდა შეზღუდული ფუნქციონალი და ვერ უზრუნველყოფდა ცოდნის ხელმისაწვდომობას – სმარტფონის ან პლანშეტის საშუალებით, თანამშრომელის მივლინებისას. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, სადაც სპეციალისტების ნაწილი მუდმივად მოძრაობაშია.
ამრიგად, „ნოვა პოშტა“-მ არჩევანი SMART business-ის SMART HCM & LMS კომპლექსურ გადაწყვეტილებაზე შეაჩერა. პირველ რიგში, ის მაშინვე აკმაყოფილებდა კლიენტის მოლოდინების უმეტეს ნაწილს, თავაზობდა მოდულებს სწავლების, რეკრუტინგის, შეფასებისა და თანამშრომელთა განვითარებისთვის. მეორე, გადაწყვეტილების დანერგვა შესაძლებელი იყო ეტაპობრივად, არსებულ პროცესებში ახალი მოდულების ინტეგრირებით პროდუქტიულობის დაკარგვის გარეშე და მესამე – SMART HCM & LMS-ის პერსონალიზაცია შეიძლებოდა კომპანიის რეალურ სცენარებზე, როლების, ფუნქციური ზონებისა და საბოლოო მომხმარებლების მოლოდინების გათვალისწინებით, მინიმალური პერსონალიზაციით და გაუმჯობესებებით.
ვენი თანამშრომლები – „ნოვა პოშტა“-ს მთავარი ღირებულებაა. ადამიანების გარეშე არც ერთი პროდუქტი არ იმუშავებს. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ ჩვენი სპეციალისტების ზრდა, მივცეთ მათ მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისი კომპანიის შიგნით, სწორედ ამას ემსახურებოდა SMART HCM & LMS-ის დანერგვის პროექტი.
როგორ განხორციელდა SMART HCM & LMS გადაწყვეტილების იმპლემენტაცია: რა იყო სისტემის პერსონალიზებული პარამეტრები და რა გამოწვევებმა იჩინა თავი?
SMART HCM & LMS-ის დანერგვის პროექტი „ნოვა პოშტა“-ში ეტაპობრივად მიმდინარეობდა, სწრაფ გაშვებაზე კონცენტრაციით, მომხმარებლების სწავლებისა და კომპანიის აქტუალურ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის მოქნილი ადაპტაციის პარალელურად.
„ნოვა პოშტა“-ს მხრიდან დანერგვის გუნდი შედგებოდა სწავლების სპეციალისტებისგან, რომლებიც ქმნიან კონტენტს, ავსებენ სისტემას და მართავენ სასწავლო კურსებს, ციფრული მიმართულების პროექტის მენეჯერებისგან, ინტეგრაციის სპეციალისტებისგან, ასევე რეკრუტინგისა და პერსონალის შეფასების წარმომადგენლებისგან. ასეთი გუნდის შემადგენლობამ თავიდანვე უზრუნველყო ერთ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა – პროცესების, საჭიროებებისა და მოლოდინების ენაზე.
თავდაპირველად, „ნოვა პოშტა“-ს გუნდმა ჩაატარა შიდა აუდიტი და HR-პროცესების ანალიზი, აღწერა ვენდორისთვის, თუ როგორ მუშაობდნენ და როგორ უნდა ემუშავათ მომავალ გადაწყვეტილებაში. ამ მოსამზადებელმა სამუშაომ უზრუნველყო მკაფიო ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება SMART business-ის გუნდისთვის, რამააც განაპირობა სისტემის ეფექტური ადაპტაცია და პარამეტრების პერსონალიზაცია კომპანიის სპეციფიკის შესაბამისად.
შემდეგ დაიწყო ერთობლივი ანალიზის ფაზა: შეხვედრების სერიების საშუალებით მხარეები შეთანხმდნენ პროექტის ხედვაზე და თავიდან ააიცილეს გაუგებრობები. დამკვეთთან ერთად ვენდორმა განმარტა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო სისტემა, რათა თავიდან აეცილებინათ ზედმეტი პერსონალიზაციები. რა შეეძლო შეეცვალა კლიენტს და რას მოარგებდა SMART business-ის გუნდი გადაწყვეტილებას. შედეგად, ჩამოყალიბდა gap-სიები, რომლებშიც ჩამოთვლილი იყო საჭირო ცვლილებები, განსაზღვრული იყო პრიორიტეტები: გაშვებისთვის კრიტიკულად და ნაკლებად მნიშვნელოვანი – ავტომატიზაციის შემდგომი ეტაპებისთვის.
ინტეგრაციის ეტაპი მოიცავდა ფუნქციურ ტესტირებას და გადაწყვეტილების ადაპტაციას კლიენტის ტექნიკურ ინფრასტრუქტურასთან. ცალკე ყურადღება დაეთმო პერსონალიზებულ ინტეგრაციებს. გაუმჯობესდა სისტემაში ავტორიზაცია Google-ის მეშვეობით, ასევე განხორციელდა ინტეგრაცია შიდა მასტერ-სისტემასთან, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალისა და ხელფასების მართვაზე. პერსპექტივაში, „ნოვა პოშტა“ გეგმავს ყველა გადაწყვეტილების გაერთიანებას ერთიან ეკოსისტემაში Microsoft Dynamics 365-ის ბაზაზე, და აქ მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ SMART HCM & LMS შექმნილია Microsoft-ის ტექნოლოგიების ბაზაზე და ადვილად ინტეგრირდება სხვა პროდუქტებთან. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ საფუძველს, რომელზეც კომპანიას შეუძლია შემდგომი მასშტაბირება, პროცესების ტექნოლოგიური მხარდაჭერაზე ფიქრის გარეშე.
ამჟამად, Nova Post ავითარებს თავის პროცესებს ისე, რომ თავიდან აიცილოს მონაცემების ზედმეტი ხელით გადაცემა და ამავდროულად შეინარჩუნოს მონაცემთა მთლიანობა და ხარისხი ყველა ეტაპზე. მაგალითად, დაქირავების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები სრულად უნდა დამუშავდეს თითოეულ ეტაპზე: ინფორმაცია პოზიციის, სამუშაო მოთხოვნების და კანდიდატების შესახებ უნდა შეგროვდეს და გადაეცეს შემდეგ სისტემას მზა, დამატებითი ღირებულების მქონე ფორმატში. იგივე მიდგომა მოგვიანებით გამოყენებული იქნება შესრულების შეფასების პროცესზეც: თითოეულმა ნაბიჯმა არა მხოლოდ უნდა გადასცეს მონაცემები, არამედ გააუმჯობესოს ისინი. მაგალითად, თუ პროცესი იწყება სამუშაო მოთხოვნებით, შედეგი უნდა იყოს თანამშრომლის სრული პროფილი, რომელიც მოიცავს შეფასების შედეგებს – რაც საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილებები განვითარების ან როტაციის შესახებ დამატებითი განმარტებების გარეშე.
მაგრამ ტექნიკური ნაწილი წარმატებული დანერგვის მხოლოდ ერთი კომპონენტია. მთავარი გამოწვევა არა გადაწყვეტილების მორგება, არამედ თანამშრომელთა ძველი ჩვევების ჩანაცვლება იყო. განსაკუთრებით ეს შეეხო რეკრუტერებს, რომლებსაც თავდაპირველად გარკვეულწილად უჭირდათ იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა ნაცნობი პროცესების შესრულება ახალ სისტემაში. საჭირო იყო არა მხოლოდ სწავლება, არამედ პრაქტიკაში ჩვენება, თუ როგორ უზრუნველყოფს გადაწყვეტილება სამუშაოს ავტომატიზაციას.
აქ უდიდესი დახმარება გაგვიწია SMART business-ის გუნდის დემო-სესიებმა, რომლის დროსაც ჩვენი ყოველი მოთხოვნა ან სცენარი განიხილებოდა რეალურ ინტერფეისში, რაც დემონსტირებდა, თუ როგორ მიყვება სისტემა მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სატესტო გარემომ, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ ფაქტობრივად გაეცოცხლებინათ პროცესი, სანამ ის რეალურ მონაცემებზე გაეშვებოდა. ასეთი პრაქტიკული მიდგომა, SMART HCM & LMS-ის მეგობრულ ინტერფეისთან ერთად, მნიშვნელოვნად აადვილებდა თანამშრომელთა ადაპტაციას გადაწყვეტილებასთან.
განსაკუთრებით პოზიტიურ მომენტად კლიენტმა აღნიშნა SMART business-ის გუნდის მუშაობის მიდგომა – დიალოგისადმი ღიაობა, მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და მოქნილობა სურვილებთან მიმართებაში. არ იყო ფორმალური „აი, თქვენი პროდუქტი – გამოიყენეთ“, არამედ ცოცხალი კონსტრუქციული დიალოგი, როდესაც ყოველი შეთავაზება ან რეკომენდაცია განიხილებოდა, აიხსნებოდა და ადაპტირდებოდა. ამან არა მხოლოდ გააუმჯობესა ურთიერთქმედება, არამედ დააჩქარა პროექტის გაშვება. რადგან, უერთიერთ გაგებისა და ორმხრივი ნდობის პირობებში, პროცესები გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიიწევს წინ.
პროექტის დანერგვის შედეგები და „ნოვა პოშტა“-ს გეგმები ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის შესახებ

SMART HCM & LMS გადაწყვეტილების დანერგვის პროექტი „ნოვა პოშტა“-ს ბიზნეს-პროცესებში 2024 წლის მაისში დაიწყო. 2025 წლისთვის განხორციელდა კომპანიის რამდენიმე ძირითადი პროცესის ავტომატიზაცია სისტემის შემდეგი მოდულების გამოყენებით:
- სწავლების მოდული – გაეშვა 2024 წლის დეკემბერში, და ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი შედეგი გახდა სწავლებიის შესაძლებლობა არა მხოლოდ კომპიუტერიდან, არამედ მობილური მოწყობილობებიდან. ახლა თანამშრომლებს შეუძლიათ კურსების მოსმენა სამსახურში ან სახლში მიმავალ გზაზე, რაც ძალიან მოსახერხებელია. გარდა ამისა, „ნოვა პოშტა“-ს გუნდმა დაიწყო ინტერაქტიული კურსების შექმნა, რომლებიც ადაპტირებულია მობილური მოწყობილობებისთვის. ასეთი კურსების ფორმატი, ტრადიციული ლექციებისა და სლაიდების ნაცვლად, გულისხმობს კონტენტთან ურთიერთქმედებას სხვადასხვა ინტერაქტივების გამოყენებით. ამის წყალობით, სწავლის პროცესი აღიქმება არა როგორც სავალდებულო რუტინა, არამედ როგორც მარტივი და საინტერესო აქტივობა. ასეთი ფორმატი ზრდის თანამშრომლების მოტივაციასა და ჩართულობას განვითარებაში. L&D-გუნდმაც იგრძნო პოზიტიური ცვლილებები, აღნიშნეს, რომ თანამშრომლების ჩართვა გაცილებით გამარტივდა, რადგან ახლა სწავლისთვის დროის გამონახვა ან გათავისუფლება ბევრად უფრო ადვილია გადაწყვეტილების მობილურობის საშუალებით.
- თანამშრომელთა შეფასების მოდული – ამჟამად მუშაობის პროცესშია. „ნოვა პოშტა“ ინტეგრირებს მოდულს თავის პროცესებში გარკვეული ინდივიდუალური გაუმჯობესებებით, რათა უზრუნველყოს სპეციალისტების განვითარების გამჭვირვალე სისტემა. ამგვარად, თითოეულ თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა, ნახოს თავისი სტატუსი კადრების რეზერვში, საკუთარი სწავლის გეგმა, პროგრესი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე გაგებას, თუ რომელ მიმართულებით განვითარდეს, რომელი უნარები გააძლიეროს და რა ნაბიჯები დაეხმარება მას კარიერულ ზრდაში.
- C&B (Compensation & Benefits) მოდული – დაგეგმილია მისი დანერგვა მზა სახით, რომელსაც გადაწყვეტილება გვთავაზობს. მოდული საშუალებას იძლევა, სტრუქტურირდეს ჯილდოების სისტემა, შეინახოს მონაცემები ხელფასების, ბონუსებისა და კომპენსაციების შესახებ ერთ ადგილას, ასევე გამჭვირვალედ იმართოს მოტივაციის პროგრამები. ამჟამად მიმდინარეობს მოდულის ინტეგრაცია კომპანიის შიდა სისტემებთან.
- რეკრუტინგის ავტომატიზაციის მოდული – ამჟამად პროცესშია: ყველა მოთხოვნა დამტკიცებულია, არქიტექტურა შეთანხმებულია და დაგეგმილია ეტაპობრივი დანერგვა კომპანიის პროცესებში. ეს მოდული „ნოვა პოშტა“-ს HR-გუნდისთვის ფართო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს – ავტომატიზირდეს და სტრუქტურირდეს დაქირავების პროცესი – ვაკანსიების შექმნიდან დაწყებული, ჩართვის არხების ეფექტურობის ანალიტიკამდე. მოდულის საშუალებით, შესაძლებელი გახდება რეკრუტინგის ძაბრის მართვა, კანდიდატებთან კომუნიკაციის ისტორიის შენახვა, მოწვევებისა ან შეტყობინებების ავტომატურად გაგზავნა, ასევე „იდეალური კანდიდატის“ პროფილის შექმნა თითოეული როლისთვის. ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს HR-გუნდს, კონცენტრირდეს სტრატეგიულ სამუშაოზე, და არა რუტინულ ამოცანებზე.
აღსანიშნავია, რომ „ნოვა პოშტა“-ს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისთვის „უწყვეტი“ გამოცდილების შექმნას. კომპანიაში არსებობს შიდა პორტალი Nova Workspace – პირადი კაბინეტი, სადაც თანამშრომელს შეუძლია მიიღოს მისთვის სასარგებლო კორპორაციული ინფორმაცია, სიახლეები და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მის არასამუშაო ცხოვრებასთან, მაგრამ უკავშირდება სამუშაოს. იდეა ისაა, რომ Nova Workspace გახდეს ყველა სერვისის, მათ შორის SMART HCM & LMS-ის, ერთიანი შესვლის წერტილი. მაგალითად, სპეციალისტის პირად კაბინეტში არის ჩანართი „სწავლება“, რომელზე დაკლიკებითაც ის შეძლებს მოხვდეს გადაწყვეტილების სასწავლო მოდულში – დამატებითი პროგრამის გახსნის გარეშე, ისე, რომ არ იგრძნოს ეს გადასვლა, თითქოს მომხმარებელი ერთიან სისტემაში მუშაობს. კლიენტმა უკვე განსაზღვრა თავისი მოთხოვნა SMART business-ისთვის, და ვენდორმა გადასცა API-გადაწყვეტილება, რომელიც ამ ინტეგრაციის იმპლემენტაციის საშუალებას იძლევა.
ჩვენ გვსურს, რომ ყველა პროცესი იყოს მაქსიმალურად ინტუიციური თანამშრომლებისთვის. ადამიანს უნდა შეეძლოს სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს საჭირო ინფორმაცია ან შეასრულოს მოქმედება, ახალი სისტემების შესწავლისთვის დროის დახარჯვის გარეშე. SMART HCM & LMS გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს ხედვას, რომ ყველაფერმა ერთ ციფრულ გარემოში მოიყაროს თავი და ხელმისაწვდომი იყოს რამდენიმე დაწკაპუნებით.
ანალოგიური მიდგომის გავრცელებას კომპანია გეგმავს თანამშრომელთა შეფასების მოდულზეც. Nova Workspace-თან ინტეგრაცია თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, სწრაფად და ნებისმიერ მომენტში ნახონ თავიანთი მიმდინარე პოზიცია კადრების რეზერვში, თვალი ადევნონ გავლილ სასწავლო აქტივობებს, გადახედონ საკუთარ ინდივიდუალურ განვითარების გეგმას და გაიგონ, რა დამატებითი ნაბიჯებია საჭირო პროფესიული ზრდისთვის. ასეთი მიდგომა ქმნის გამჭვირვალობისა და ღიაობის განცდას კომპანიის შიგნით კარიერული პერსპექტივების მიმართ და გარდაქმნის შეფასების პროცესს ფორმალობიდან ნამდვილ განვითარების ინსტრუმენტად.
გარდა ამისა, Compensation & Benefits (C&B) მოდულის Nova Workspace-თან ინტეგრაცია გახდება მოსახერხებელი გადაწყვეტილება დამატებითი არამატერიალური მოტივაციების დანერგვისთვის. მაგალითად, თანამშრომლის პირად კაბინეტში გამოჩნდება ცალკე ჩანართი – მაგალითად, „ფასდაკლებები პარტნიორებისგან“, სადაც თანამშრომლებს შეეძლებათ მიიღონ პერსონალიზებული ბონუსები QR-კოდების სახით „ნოვა პოშტა“-ს პარტნიორების სპეციალური შეთავაზებებისთვის. და ეს ყველაფერი ზედმეტი მოქმედებების გარეშე, ნაცნობი ინტერფეისის გამოყენებით და იგივე ფილოსოფიით: მინიმუმ დაწკაპუნებები და მაქსიმუმ სარგებელი. ტექნიკურად, ასეთი შესაძლებლობა უკვე დასაფორთებულია SMART HCM & LMS პლატფორმის მიერ, რჩება მხოლოდ უწყვეტი ინტეგრაციის იმპლემენტაცია გეგმის სრულად განსახორციელებლად. სხვა სიტყვებით, C&B – ეს არის საფუძველი, რომელზეც შეიძლება არა მხოლოდ ფინანსური მოტივაცის, არამედ ღირებულების, კუთვნილების, თანამშრომელთა მიღწევების აღიარებისა და კომპანიის შიდა პრივილეგიებზე წვდომის განცდის ჩამოყალიბება.
კომპანიაში უკვე არსებობს სტრატეგიული ხედვა SMART HCM & LMS-ის ყველა მოდულის სრულფასოვანი გამოყენების შესახებ, მიზნების დასახვის, თანამშრომელთა ინდივიდუალური განვითარების გეგმისთვის და ა.შ. თუმცა, 2025 წლის ბოლომდე უახლოეს პრიორიტეტებად რჩება მოდულები რეკრუტინგის, პერსონალის შეფასებისა და Compensation & Benefits-ის გაშვებისთვის, არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტების დანერგვისთვის. გადაწყვეტილების ყველა სხვა მოდული განიხილება და დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, დაგეგმილი ნაბიჯების დასრულების გათვალისწინებით.
გლობალური გაურკვევლობის პერიოდში — შემცირებული ბიუჯეტებით, გაყინული ინვესტიციებითა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი აღმავლობით — Nova Post-ის თანამშრომლების განვითარებაზე კონცენტრაცია ასახავს ღრმა გაგებას იმისა, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი: ადამიანები, მათი ზრდა და მოტივაცია.
განსაკუთრებით შთამაგონებელია ის, რომ კომპანია, რომელიც უკვე ლიდერია თავის ინდუსტრიაში — და რომელიც სახელმწიფოს აღმშენებლობის ბიზნესადაც კი ითვლება — აგრძელებს ინვესტირებას თანამშრომლების გამოცდილების გაუმჯობესებაში. კომპლექსური ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვით, Nova Post უზრუნველყოფს გამჭვირვალე, მოსახერხებელ და შეუფერხებელ ონლაინ კომუნიკაციას, ამავდროულად ქმნის სივრცეს პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. შედეგად მიიღება სამუშაო გარემო, სადაც როგორც თანამშრომლის, ასევე კომპანიის მიზნები ერთად მიიღწევა.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუჭერთ მხარს Nova Post-ს ამ ინტეგრირებული მიდგომის განხორციელებაში ჩვენი SMART HCM & LMS გადაწყვეტილებით.





