კოდების რეფაქტორირება, მობილური ვერსიების ოპტიმიზაცია და მოდულებთან გამარტივებული მუშაობა

2.8 რელიზის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა კოდის რეფაქტორირებას (კოდის შიდა სტრუქტურის გაუმჯობესებას) პროდუქტის უზრუნველყოფისა და მასშტაბის გასამარტივებლად. ასეთი რესტრუქტურიზაცია არ ცვლის პორტალის ფუნქციონალს, თუმცა, მომხმარებელმა შეიძლება შეამჩნია, რომ სისტემა უფრო სწრაფია, რაც ნიშნავს იმას, რომ SmartPoint ინტრანეტთან მუშაობა უფრო მოსახერხებელი გახდა.

კოდის გაუმჯობესების გარდა, არსებობს მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ადვილად შესამჩნევია პორტალის გამოყენების პირველივე წუთებში.

მობილურობა და მოსახერხებელი გამოყენება

დღეს სამუშაო სივრცეზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროს და ადგილას, უბრალოდ აუცილებელია. შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებლის ინტერფეისს და მის გამარტივებას დავუთმეთ. ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, 2.8 რელიზში ყურადღება მობილური ვერსიის გაუმჯობესებაზე გავამახვილეთ.

შეიცვალა თანამშრომლების ფუნქციონალური პანელის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩვენება. ახლა მომხმარებელს შეუძლია მაქსიმალურად შეამციროს მისი მასშტაბი და მიიღოს მეტი სივრცე ეკრანზე თანამშრომლების ბარათების სანახავად.

პირადი ანგარიშის ნავიგაცია
მობილური ვერსიაში შეიცვალა პირადი ანგარიშის ნავიგაციის ვიზუალი. სტრუქტურა გაუმჯობესდა, შესაბამისად მომხმარებელი კომფორტულად მუშაობს მაშინაც კი, თუ ლეპტოპი ხელთ არ აქვს.

კალენდარი მობილურის და ტაბლეტის ვერსიებში
შეიცვალა კორპორატიული და პერსონალური კალენდრების ვიზუალი მობილური და ტაბლეტების ვერსიებისთვის: ახლა თვეები და წლები აისახება ჩამოსაშლელ სიაში.

ინფორმაციის სწრაფად წვდომისთვის დაემატა ღონისძიების გრძელი სახელის ინსტრუმენტების ჩვენების ოფცია.

ცოდნის ბაზა

  • მობილური ვერსიისთვის ცოდნის ბაზის ზოგადი ვიზუალი განახლდა სმარტფონიდან უფრო მოსახერხებელი აღქმისთვის.
  • დაემატა ბმულის დაკოპირების და ბმულზე გადასვლის ღილაკები.
  • ცვლილებები განხორციელდა ძირითადი კატეგორიის შექმნის ფორმისა და მისი იერარქიის ვიზუალში.

ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა პროდუქტის ყველა ვერსიაში (კომპიუტერი, ტაბლეტი, მობილური)

დაბადების დღეები მთავარ გვერდზე
თანამშრომლის დაბადების დღეს დაემატა ფერის ადაპტაციის ფუნქცია. ახლა მოვლენების ქრონოლოგიაზე ნავიგაცია ბევრად უფრო ადვილია: ნაცრისფერი მიუთითებს წარსულ დაბადების დღეებზე, ღია მწვანე მიუთითებს დღეს აღნიშვნებზე, მუქი მწვანე მიუთითებს მომავალ დაბადების დღეებზე.

ინსტრუმენტები
განახლდა ინსტრუმენტების ვიზუალი.


ცოდნის ბაზა
განხორციელდა ბმულზე დაწკაპუნების შესაძლებლობა როგორც ძიებაში, ასევე თავად კატეგორიაში


ვერტიკალური ორგანიზაციული სტრუქტურა
შეიცვალა მიდგომა განშტოებული ორგანიზაციული სტრუქტურისადმი: თითოეულ სვეტს დაემატა ფარული ჩამოსქროლვის ფუნქცია


"

სტატისტიკა და მონიტორინგის ბლოკი
სტატისტიკისა და მონიტორინგის ბლოკის ვიზუალი განახლებულია ინფორმაციის (ტექსტური ბლოკები, გრაფიკები, სქემები) უფრო მოსახერხებელი ხედვის უზრუნველყოფისთვის. ბლოკის სიმაღლე გაიზარდა პორტალის ადმინისტრატორის მიერ მონაცემთა კომფორტული და მარტივი დამუშავებისთვის, განსაკუთრებით კი ფართო ეკრანებზე მონაცემებთან სამუშაოდ.

რას მივიღებთ შედეგად? SmartPoint თითოეული განახლების შემდეგ ინტრანეტის ფუქნციონალი ხდება უფრო მოსახერხებელი, ვიზუალი კი- მიმზიდველი.

ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვაუმჯობესებთ გადაწყვეტილებებს ურთიერთქმედების უმცირეს ასპექტებშიც კი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ კიდევ უფრო სწრაფად, კომფორტულად და, შესაბამისად, უფრო ეფექტურად.

გსურთ გამოსცადოთ განახლებები? გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა sales@smart-it.com ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა.

mail
Cookies

ჩვენ ვიყენებთ cookie-ს, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი ვებ გამოცდილება, უზრუნველვყოთ პერსონალიზებული კონტენტი და გავაანალიზოთ ჩვენი ტრაფიკი. ღილაკზე „თანხმობა“ დაჭერით, თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. პარამეტრების სამართავად დააჭირეთ „პარამეტრები“.cookie -ფაილების გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

Functional
Always active
The technical storage or access is strictly necessary for the legitimate purpose of enabling the use of a specific service explicitly requested by the subscriber or user, or for the sole purpose of carrying out the transmission of a communication over an electronic communications network.
Marketing
The technical storage or access is required to create user profiles to send advertising, or to track the user on a website or across several websites for similar marketing purposes.
Statistics
The technical storage or access that is used exclusively for statistical purposes
Analytics
Analytical purposes are used to measure traffic and optimize content.