რა სიახლეებს უმზადებს მაისის Teams თავის მომხმარებლებს?

იმედი გვაქვს, რომ Teams-ის ახალი ფუნქციონალის მიმოხილვამ თქვენი რუტინული სამუშაო ცოტათი მაინც გაამარტივა. ვაგრძელებთ სიახლეებისა და აქტუალური ცვლილებების გაზიარებას.

სტატიიდან გაიგებთ, თუ როგორ შეიცვალა პლატფორმა გუნდური სამუშაოსთვის მაისში. წარმოგიდგენთ რამდენიმე „სპოილერს“: Mac-თვის ხელმისაწვდომია ხმის დახშობის ფუნქცია; PowerPoint-ის ფაილები, რომელზეც ბოლოს მუშაობდით ემბევა შეხვედრას იმისათვის, რომ მარტივად შეძლოთ საჭირო პრეზენტაციის პოვნა. Teams Calling-მა კი ვიზუალი შეცვალა- ახლა ერთ ეკრანზე აისახება კონტაქტები, ხმოვანი შეტყობინებები და ზარების ისტორია.

ამ და სხვა საინტერესო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას.

Meetings and webinars

დინამიური ჩვენება

დინამიური ჩვენება ავტომატურად ალაგებს თქვენი შეხვედრის ელემენტებს ოპტიმალური ხილვადობისთვის. მონაწილეების ჩართვისას, ლაპარაკის დაწყებისას, ვიდეო მიმართვისას ან სიტყვით გამოსვლის დროს, Teams ავტომატურად აკონფიგურირებს თქვენს მაკეტს.

 

მომხსენებლის რეჟიმი

მომხსენებლის რეჟიმი საშუალებას აძლევს სიტყვით გამომსვლელს მართოს ვიდეო კონტენტი, როგორ აისახება ის აუდიტორიისთვის მძლავრი პროფესიონალური მაკეტების საშუალებით. პირველი მაკეტი, Standout, უკვე ხელმისაწვდომია საერთო კონტენტზე სილუეტის სახით მომხსენებლის ვიდეონაკადის ასახვისთვის. თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიმართოთ აუდიტორიის ყურადღება ჟესტებისა და მიმიკების დახმარებით, მაყურებლის მიერ მომხსენებელსა და კონტენტს შორის არჩევანის გაკეთების გარეშე. თვალი ადევნეთ განახლებებს, სულ მალე შემდეგი ორი მაკეტიც გახდება ხელმისწავდომი: Reporter და Side-by-side.

მასშტაბური შეხვედრების მხარდაჭერა

SMART business დარწმუნებულია, რომ უკრაინულ ბიზნესს შეუძლია ათი ათასობით მონაწილის თანხლებით ონლაინ ღონისძიებების ჩატარება. ამას ადასტურებს ფარმაცევტული კომპანია «YURiA-PHARM». Teams ყველაზე კარგად აკმაყოფილებს მსგავს მოთხოვნებს.

  • თუ თქვენს შეხვედრაზე 1 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი, თითოეულ მათგანს ეძლევა შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, გამოიყენოს ჩათი, ჩაერთოს გამოკითხვებში ან გააზიაროს რეაქციები.
  • ვებინარები და შეხვედრები, რომლებშიც 10 000 ადამიანი მონაწილეობს, მხოლოდ ჩვენების რეჟიმშია ხელმისწავდომი.
  • იმის გათვალისწინებით, რომ „კარანტინის“ ეპოქა ჯერ კიდევ არ დასრულებულა Microsoft-მა ღონისძიებაზე დამსწრეთა ლიმიტი20 000 მონაწილემდე გაზარდა. შეთავაზება ძალაში 2021 წლის ბოლომდე რჩება

მონაწილეთა რეგისტრაციის კონფიგურაცია

დაამატეთ მონაწილეთა რეგისტრაციის კონფიგურირებადი გვერდი შეხვედრებისთვის ან ვებინარებისთვის, იმისათვის, რომ უკეთ მართოთ დასწრება ვიზუალური ღონისძიების დაწყებამდე. შეგიძლიათ დაამატოთ კითხვები და გამოსახულება იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი აუდიტორიის შესახებ და ხელი შეუწყოთ თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ავტომატურად მიიღებენ ელექტონულ ფოსტას დასტურით და ღონისძიებაზე მოწვევით, რომელიც მათ კალენდარში აისახება.

სისტემური ხმების ჩართვა Mac-ზე

Mac-ის მომხმარებლებს Teams-ში შეხვედრისას ახლა უკვე შეუძლიათ ჩართონ სისტემური ხმები თავიანთი სამუშაო გვერდის დემონსტრაციისას. ეს ფუნქცია მოსახერხებელია, როდესაც ვიდეოს გახმოვანებით ან მუსიკალური თანხლებით აზიარებთ. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ მონაწილეს ერთდროულად იხილონ ვიდეო ექოსა და სინქრონიზაციის პრობლემების გარეშე. ეს პარამეტრი შეგიძლიათ იხოლოთ Share Content-ის ჩანართში.

ტაიმერი ოთახებისთვის

ორგანიზატორებს ოთახებისთვის ტაიმერის დაყენება Breakout Room-ის პარამეტრებში შეუძლიათ. ტაიმერზე დროის ამოწურვისას ოთახები ავტომატურად დაიხურება, მონაწილეები კი ძირითად შეხვედრაზე დაბრუნდებიან.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმაურის დახშობა Mac-ის მომხმარებლებისთვის

ნოემბერში გაეშვა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმაურის დახშობის ფუნქცია Windows-თვის. ახლა ეს ფუნქცია Mac-ის მომხმარებლებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმაურის დახშობის ფუნქცია რეალურ დროში ავტომატურად აქრობს არასასურველ ფონურ ხმაურს შეხვედების განმავლობაში. თქვენი აუდიონაკადი ანალიზდება ისე, რომ გაიფილტროს ხმაური და მხოლოდ ხმოვანი სიგნალი შემოინახოს. შეგიძლიათ აკონტროლოთ ხმაურის დახშობის სიხშირე და გამოიყენოთ მაქსიმალური დახშობის შესაძლებლობა.

მონაწილეების გაუმჯობესებული სია

მონაწილეების სია სამ ნაწილადაა დაყოფილი: ლობი, მომხსენებლები და მონაწილეები. ლობიში შეგიძლიათ იხილოთ მომლოდინეთა სრული სია, შეხვედრაზე დასწრების ნებართვის მიცემამდე. მონაწილეების დახარისხება ხორციელდება ანბანის მიხედვით, ისინი კი, ვინც ხელს იწევენ სიის თავში ინაცვლებენ.

Calling

უპირველეს ყოვლისა, გვსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება Teams Calling-ზე, რომელიც კორპორატიული ტელეფონიის ახალ მიდგომას წარმოადგენს. ამ ინსტრუმენტის საფუძველზე შეგიძლიათ შექმნათ სრულყოფილი call-ცენტრი. პლატფორმის შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას https://www.smart-it.com/ge/2021/03/next-generation-pbx/ ან იხილოთ ვებინარის ჩანაწერი Microsoft Teams Calling-ის შესაძლებლობები.

ზარების განხორციელების ახალი გამოცდილება

გაამარტივეთ ზარების განხორციელების გამოცდილება გამარტივებული ხედვით, რომელშიც ერთდროულად აისახება კონტაქტები, ხმოვანი ფოსტა და ზარების ისტორია. ადრე ეს ყველაფერი სხვადასხვა ჩანართებში იყო ასახული, ახალა კი- ერთ ეკრანზე, რაც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გამავალი ან საპასუხო ზარები მაუსის ერთი დაწკაპუნებით.

ზარების გაერთიანება

ზარების გაერთიანება საშუალებას აძლევს საბოლოო მომხმარებელს გააერთიანოს მისი აქტიური ზარი სხვა მომხმარებელთან ან გუნდურ ზართან. მაგალითად, კონკრეტულ ადამიანთან (ან ჯგუფთან) ლაპარაკისას უნდა დასვათ შეკითხვა. ამ ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ისინი პირველ ზარზე. ეს ეხება ზარებს, რომლებიც განხორციელდება Teams-ში VOIP-ის პროტოკოლის თანახმად და PSTN ზარებს.

Chat and collaboration

გუნდური ჩათი გარე მომხმარებლებთან

ეს განახლება განსაკუთრებით საინტერესო იქნება კომპანიისთვის, რომელიც ბევრ კონტრაგენტებთან მუშაობს. მოიწვიეთ გარე პარტნიორები Microsoft Teams-ის მეგობრულ და მოსახერხებელ გარემოში საურთიერთობოდ – შექმენით საერთო ჩათი 250 მონაწილისთვის.

გარე გუნდური ჩათი აფართოებს Teams-ის მომხმარებლების არსებულ შესაძლებლობებს ძიების, მონაწილეობის, პირად მიმოწერებში ჩართვის, ზარებსა და შეხვედრების ორგანიზაციაში Teams-ის გარე მომხმარებლებთან ფედერაციულ ორგანიზაციებში. ეს ფუნქცია Microsoft Teams Connect-ის, გაფართოების ნაწილია, რომელიც გუნდების არხებისა და ჩათების სხვადასხვა ორგანიზაციების „სტუმრებთან“ ერთად გამოყენების საშუალებას იძლევა.

იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობასა და კარგ განწყობაზე Microsoft Viva Insights-თან ერთად.

ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების აღწერა უკვე შემოგთავაზეთ– https://www.smart-it.com/ge/2021/03/viva-insights/. თუმცა მაისში Viva Insights ახალი ფუნქციონალით გამდიდრდა:

  • რეფლექსიის ფუნქცია გეხმარებათ უკეთ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში და დაადგინოთ კანონზომიერება დროსთან მიმართებით. ეს ინფორმაცია პერსონალური ხასიათისაა.
  • „Praise“-ის ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ მადლიერება კოლეგების მიმართ და დაგეგმოთ შეხსნება შექების შესახებ, წახალისების ჩვევის გამოსამუშავებლად.
  • „Virtual Commute“-ის ფუნქცია დაგეხმარებათ დაასრულოთ სამუშაო დღის ბოლოს, დაგეგმოთ შემდეგი სამუშაო დღე და ნაყოფიერად გამოიყენოთ თავისუფალი დრო.

SMART business-ის გუნდი მთელი გულით ცდილობს შექმნას ისეთი მასალა, რომელიც თქვენვის სასარგებლო და საინტერესო იქნება. თუ გაქვთ შეთავაზება Microsoft Teams-ის განახლებების სტატიების გასაუმჯობესებლად, გთხოვთ უპასუხოთ 3 შეკითხვას.

გსურთ განიხილოთ პროექტი და მიიღოთ დეტალური კონსულტაცია ხელსაწყოებზე 

დემოს მოთხოვნა
mail