HR ანალიტიკა. ყველაფერი გაზომვადია: გადინების კოეფიციენტიდან თანამშრომლის ემოციებამდე

სამუშაო პროცესების გაციფრულებამ გამოიწვია არსებული და პოტენციური თანამშრომლების მონაცემების რაოდენობის ზრდა. თანამედროვე HR გუნდების როლი მონაცემების სისტემატური შეგროვების ორგანიზება და მაქსიმალური სარგებელის მიღებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიაში HR ანალიტიკის ინსტრუმენტის კონფიგურაცია. გაეცანით სტატიას რათა გაიგოთ, რა უპირატესობებსა და დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის HR ანალიტიკა.

ანალიტიკის როლი HR-ში

ისევე, როგორც კომპანიები იყენებენ მომხმარებელთა მონაცემებს გაყიდვების გაზრდის მიზნით, HR დეპარტამენტს თანამშრომლების პროდუქტიულობის და გამოცდილების გაუმჯობესება ქმედითი მონაცემების შეგროვებითა და ანალიზით შეუძლია. ანალიტიკასთან მუშაობა HR-ში ასევე აკმაყოფილებს მენეჯმენტის მოთხოვნას ინფორმაციაზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.

HR მენეჯმენტში ანალიტიკა ფარავს შემდეგ საკითხებს:

 

თანამშრომლის შენარჩუნება
ანალიტიკას შეუძლია დაგეხმაროთ ე.წ. წითელი დროშების იდენტიფიცირებაში, რომლებიც თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის წინაპირობაა, შეადარებს თანამშრომელთა ბრუნვას განყოფილებებში და განსაზღვრავს, თუ სად აჭარბებს ის დასაშვებ დონეს. არსებული მონაცემებით, შეგიძლიათ განახორციელოთ პრევენციული ზომები და გააუმჯობესოთ თანამშრომლების შენარჩუნების დონე თქვენს კომპანიაში.

გაზრდილი პროდუქტიულობა
შეგროვებული მონაცემებით, გუნდის ხელმძღვანელებს და HR-ებს შეუძლიათ გააანალიზონ და დაადგინონ, რა აძლევს მოტივაციას პერსონალს და რა უშლის ხელს მათ გამოავლინონ მაქსიმალური პოტენციალი. ეს არის შემდეგი ეტაპი, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დაგეგმილი თანამშრომლის შეფასება. ანალიტიკა დაგეხმარებათ შაბლონების იდენტიფიცირებაში და პროცესის ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავებაში.

ოპტიმალური ჯილდოსა და წახალისების პროგრამის შექმნა  
HR ანალიტიკამ შეიძლება გამოავლინოს აისახება თუ არა კომპანიის მიერ შემოთავაზებული ბენეფიტები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესებაზე ან თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ასევე შესაძლებელია დადგინდეს, შეეხო თუ არა დასაქმებულთა გარკვეულ ჯგუფებს ხელფასის მომატება ან ბონუსების დაჯილდოება. ამით კომპანიას საკმაოდ დიდი თანხების დაოზგვა შეუძლია.

თანამშრომლების ჩართულობის ზრდა 
HR-ში ანალიტიკის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანების ემოციურ მდგომარეობას კომპანიაში ან კონკრეტულ გუნდში. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო გარემოს ადაპტირება და კომფორტული პირობების შექმნა თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე.

დახმარება HR დაგეგმვაში
HR პროგნოზული ანალიტიკა უზრუნველყოფს HR ცვლილებების საკმაოდ ზუსტ პროგნოზებს. თუ გეცოდინებათ როდის გეგმავენ ძირითადი თანამშრომლები კომპანიის დატოვებას, შეძლებთ მოამზადოთ სამუშაო, გადაცემის დასაგეგმად. მონაცემები ასევე გაძლევთ საშუალებას დაადგინოთ კვალიფიციური კადრების ჭარბი რაოდენობა ან დეფიციტი გარკვეულ სფეროებში. რაც შეეხება დაქირავების პროცესს, HR ანალიტიკა გეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რა უნარები და თვისებები უნდა ჰქონდეს კანდიდატს კონკრეტული როლისთვის და არ დაკარგოს დრო სპეციალისტებზე, რომლებიც არ შეესაბამებიან გარკვეული ვაკანსიების მოთხოვნებს.

დანახარჯების ეფექტურობა
ობიექტური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები და განვახორციელოთ პრაქტიკული ქმედებები თანამშრომლების სამართავად, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს კომპანიის ხარჯებზე.

კრიზისულ სიტუაციებში გამოსავლის ძიება
HR ანალიტიკა საიმედო ინსტრუმენტია კრიზისულ სიტუაციებში. ანალიტიკიდან მიღებული ძირითადი მონაცემები და შეხედულებები გვეხმარება იმის გაგებაში, შეუძლია თუ არა გუნდს გაუმკლავდეს დატვირთვას კრიზისისა და გაურკვევლობის დროს, არის თუ არა საჭიროება შემცირების ან, პირიქით, ახალი თანამშრომლების მოზიდვის. ხშირად, საკვანძო როლების მქონე ადამიანების ძებნა შეიძლება ეფექტური შიდა რეკრუტირებით, ერთ-ერთი თანამშრომლის პოტენციალის გამოვლენით შემოიფარგლოს. HR ანალიტიკის როლია დაგეხმაროთ შესაფერისი კადრის პოვნაში კომპანიის რესურსების დაზოგვის პარალელურად.

ძირითადი HR ანალიტიკის მეტრიკა

ბევრი ღირებული HR მეტრიკა არსებობს, მაგრამ მათი შეფასების მთავარი კითხვაა „რა სჭირდება თქვენს ბიზნესს?“. ამ კითხვაზე პასუხი დამფუძნებლებთან და ტოპ მენეჯმენტთან ერთად უნდა ვეძებოთ. მენეჯმენტსა და HR-ებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს HR ანალიტიკის სტრატეგიის განსაზღვრას, მის კორექტირებას ორგანიზაციის საერთო KPI-თან შესაბამისობაში. HR პროფესიონალებს დასჭირდებათ დაასაბუთონ, რატომ არის გარკვეული ინდიკატორების მონიტორინგი მნიშვნელოვანი და შესაბამისი.

ჩვენ გთავაზობთ გაითვალისწინოთ ძირითადი მეტრიკები, რომლებიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება HR ანალიტიკაში:

გადინების მაჩვენებელი: ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ საერთო კლიმატი კომპანიაში ან კონკრეტულ გუნდში. იგი გამოითვლება იმ თანამშრომლების რაოდენობის გაყოფით, რომლებიც დატოვეს კომპანია დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაზე მოცემულ პერიოდში. ის შეიძლება გამოითვალოს როგორც ნებაყოფლობით წასული ადამიანების, ასევე გათავისუფლებულთა კონტექსტში.

დაქირავების დრო: ითვლის დროს კანდიდატთან პირველი კონტაქტიდან პირველ სამუშაო დღემდე. HR მეტრიკა ასევე აფასებს დაქირავებული გუნდის ეფექტურობასა და გამოხმაურებას.

შეთავაზების მიღების მაჩვენებელი: ოფიციალურად მიღებული სამუშაო შეთავაზებების რაოდენობა გაყოფილი მოცემულ პერიოდში შეთავაზებების საერთო რაოდენობაზე. კარგ შედეგად ითვლება 85%-ზე მეტი მაჩვენებელი. თუ ის უფრო დაბალია, სასურველია კადრების მოზიდვის არსებული სტრატეგიის გადახედვა.

გაცდენის მაჩვენებელი: შესრულების ერთ-ერთი მეტრიკაა, რომელიც გამოითვლება გამოტოვებული დღეების რაოდენობის დაგეგმილ დღეებზე გაყოფით. HR მეტრიკას შეუძლია წარმოდგენა შეგიქმნათ კონკრეტული თანამშრომლის საერთო ჯანმრთელობაზე და ემსახურება როგორც მათი ბედნიერების ინდიკატორს.

საშუალო შემოსავალი თანამშრომელზე: მიიღება კომპანიის შემოსავლის გაყოფით დასაქმებულთა საერთო რაოდენობაზე, რომელიც განსაზღვრავს კომპანიაში ერთ თანამშრომელზე საშუალო შემოსავალს. ამ ინდიკატორით დგინდება რამდენად ეფექტურად იღებს ბიზნესი მოგებას თანამშრომლებისგან.

თანამშრომელთა ტრენინგის ხარჯები: გამოითვლება ტრენინგის მთლიანი ხარჯების გაყოფით დამსწრეთა საერთო რაოდენობაზე. ინდიკატორი საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ტრენინგის ხარჯების ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში გადახედოთ მას.

ადამიანური კაპიტალის რისკი: შეიძლება მოიცავდეს თანამშრომელთან დაკავშირებულ რისკებს, როგორიცაა ახალი თანამდებობისთვის შესაბამისი უნარების არქონა, კოლეგებთან ცუდი ურთიერთობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალიანაზღაურება ან პიროვნული განვითარების გეგმის არქონა. HR ანალიტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ამ მეტრიკისთვის.

როგორ დავაკონფიგურიროთ HR ანალიტიკის პროცესი?

აქ მოცემულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც გასათვალისწინებელია იმისათვის, რომ დაიწყოთ HR მონაცემების გამოყენება თქვენი ორგანიზაციის მუშაობის გასაუმჯობესებლად:

  1. დასახეთ მიზნები და შეადგინეთ სამოქმედო გეგმა

კომპანიის გამოწვევებისა და ბიზნეს მიზნების იდენტიფიცირება HR ფუნქციებთან მათი შესაბამისობით. სასურველი შედეგების მისაღწევად, მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ ინდიკატორების იდენტიფიცირება, რომლებსაც შეუძლიათ მოგაწოდოთ ღირებული ინფორმაცია.

  1. ჩართეთ ანალიტიკოსი  

მონაცემთა მეცნიერებს აქვთ საჭირო გამოცდილება ანალიტიკური პროცესის კონფიგურაციისთვის. ისინი შეძლებენ შეაფასონ მონაცემთა ხარისხი და სიზუსტე და დაეხმარონ HR პროფესიონალებს მის უფრო ეფექტურად გამოყენებაში. გარდა ამისა, სპეციალისტებს შეუძლიათ უზრუნველყონ ტრენინგი ძირითადი მომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიგონ ეს პროცესი.

  1. იზრუნეთ მონაცემთა დაცვაზე

დარწმუნდით, რომ შეგროვებული მონაცემები არ არღვევს მონაცემთა დაცვის კანონებს და თქვენი თანამშრომლების კონფიდენციალურობას. ეს ეხება როგორც ინფორმაციის შეგროვებას, ასევე მის გამოყენებას. საჭიროების შემთხვევაში, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან.

  1. გამოიყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა

HR ანალიტიკის სისტემატიზაციის საუკეთესო გზაა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელსაც შეუძლია პროცესების გამარტივება, კონსოლიდაცია და ავტომატიზაცია, რადგან მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ამოცანებმა არ უნდა გადატვირთოს HR გუნდი. ამისათვის დაინერგა HR სისტემები, რომლებიც შეიცავს მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ავტომატიზირებულ ინსტრუმენტებს, აქცევს მათ გასაგებ ანგარიშგებად მოსახერხებელ ფორმატში.

HR მონაცემთა ანალიზის სისტემების გამოყენების უპირატესობები

გარდა იმისა, რომ HR სისტემები ავტომატიზირებს მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას ზემოთ აღწერილი მეტრიკის შესაბამისად, ისინი ასევე ითვალისწინებენ ანგარიშგების გენერირებას, რომელიც მენეჯმენტთან დიალოგის ინსტრუმენტად გამოიყენება. მაგალითად, SMART HCM & LMS-ს აქვს ჩაშენებული Power BI Pro-ზე დაფუძნებული ანალიტიკა მონაცემთა ერთიანი ხედვის უზრუნველსაყოფად:

ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ იხილოთ მონაცემები რეალურ დროში და გაფილტროთ ისინი პირდაპირ დაფაზე. ასევე არსებობს უამრავი შესაძლებლობა მონაცემთა კავშირისთვის: სახელფასო (ERP), Excel, MS SQL, PostgreSQL, Oracle BD და სხვა მონაცემთა ბაზები.

მნიშვნელოვანი არგუმენტი HR სისტემების დანერგვის სასარგებლოდ არის ინსტრუმენტების მუდმივი განახლება ანალიტიკასთან მუშაობისთვის. გარდა ამისა, ჩვენი SMART HCM & LMS სისტემის მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ საჭირო ცვლილებები. SMART business-ში ვუსმენთ ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას და ვაუმჯობესებთ გადაწყვეტილებებს მათ საჭიროებებზე დაყრდნობით. მაგალითად, სისტემის უახლეს გამოშვებებში, მომხმარებლების მოთხოვნით დაემატა ანალიტიკური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი წილი: ანალიტიკის დაქირავების ინსტრუმენტები, თანამშრომლების მიზნების გაუმჯობესებული გაზომვა და სხვა.

რამდენად სარგებლიანია ინვესტიცია HR ანალიტიკის გადაწყვეტილებაში?

გლობალური შრომის ბაზრის ტენდენციები და წამყვანი HR პროფესიონალების კომენტარები მიმართულია დადებითი პასუხის გაცემაზე. ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდი დაესწრო ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო HR ღონისძიებას, Unleash 2022 კონფერენციას პარიზში. HR ანალიტიკის თემა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა აღმოჩნდა.

მთლიანობაში, HR ანალიტიკა გთავაზობთ უპირობო ბიზნეს სარგებელს და HR ფუნქციონალის ახალ დონეს. ამ პროცესის ავტომატიზაცია უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და მოქნილობას, მანუალური მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც შრომატევადია და ხარჯავს HR გუნდის დიდ ენერგიას მოითხოვს.

გსურთ მიიღოთ კონსულტაცია?

გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას SMART HCM & LMS-ის HR ანალიტიკის შესაძლებლობების შესახებ

შეკვეთა
დემოს მოთხოვნა
mail